ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა - Palitra News

ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა

2025-03-14 15:49:43+04:00

ბოლო 4 წელიწადში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 11 მშობიარის გარდაცვალების ფაქტი განიხილა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 6 ექიმს შეუჩერა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2021-2024 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შედეგად, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტების გამოვლენის გამო, 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. საჯარიმო თანხამ სულ - 127 000 ლარი შეადგინა.