რატომ იღებს „ქართული ოცნება“ ახალ რეგულაციებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით? პოლიტიკურ მხარეებს როგორ წესი, ერთმანეთის საპირისპირო არგუმენტები აქვთ.“ ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მათ შორის ნარკორეალიზაციის მიმართულებით არსებულ პრობლემების აღმოფხვრას უკავშირებს. თუმცა უმრავლესობის არგუმენტები სარწმუნი არ არის ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებებს მმართველი გუნდი აქციების მონაწილე პირების მიმართ უსაფუძვლო დევნისთვის გამოიყენებს. ვის როგორი დამოკიდებულება აქვს საკითხზე?