სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11 საათზე გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. დღევანდელ სხდომაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. შესაბამსად მას საბოლოო სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.