პარლამენტში დღეს საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომლის თანახმად, ნარკოტიკებთან, მათ შორის კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის “სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. “ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება და პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება - იზრდება თავისუფლების აღკვეთის ვადებიც. აღნიშნული საკითხი ერთ- ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. რა განცხადებები კეთდება "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მხრიდან.