თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღეს კიდევ ერთი განაჩენი გამოცხადდება. აღნიშნული ეპიზოდი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. პროცედურულად, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა სააკაშვილმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, უცნობია, ის ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა და ჩაერთვება თუ არა დისტანციურად კლინიკა „ვივამედიდან“.