ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირი ახლა უკრაინის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა და ვალდებულია, ქვეყანას თავდაცვის უფლებაში დაეხმაროს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 442 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 98, ხოლო 126 თავი შეიკავა. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც უკრაინის მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას შეწყვეტს. რეზოლუციაში ასევე თანხმდებიან, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ევროკავშირმა წვლილი უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში უნდა შეიტანოს.