აშშ-ის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მოლოდინშია - ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას რუსულ მხარესთან, სავარაუდოდ, დღეს განიხილავენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას რუსეთიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე პოზიტიური გზავნილები აქვს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ახლა მათგან რეალური სურვილისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროა. დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდება. ოვალურ კაბინეტში მედიასთან საუბრისას ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი თუ ომის გაგრძელებას აირჩევს, ამას, შესაძლოა, მოსკოვისთვის გამანადგურებელი ფინანსური ზომები მოჰყვეს.