თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტს აგრძელებენ. მთელი დღის განმავლობაში უნივერსიტეტთან სტუდენტები, ლექტორები და მსახიობები შეიკრიბნენ, პროტესტის მთავარი მიზეზი კი გახდა სასწავლებლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 10-თ სტუდენტს აკადემიური სტატუსი შეუწყდა. ასევე ცნობილია, რომ ეთიკის კომისიის 7 წევრიდან მხოლოდ გოგი მარგველაშვილმა და თინათინ ასათიანმა სტუდენტების სტატუსის შეწყვეტას ხელი არ მოაწერეს. რას აცხადებენ თეატრალურის სტუდენტები და მათი მხარდამჭერები.