Associated Press - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა - Palitra News

Associated Press - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

2025-03-08 12:40:31+04:00

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.

საპროტესტო აქციებზე რობერტ ფიცოს მისამართით შეძახილები, „სირცხვილია“ და „მოღალატე“, ისმოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიცოს გადადგომის მოთხოვნით არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.