თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. განცხადებების მიღება 5 მარტიდან დაიწყება და31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისი მერის განმარტებით,მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 ათასამდე სტუდენტმა მიიღო.