მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.