ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძის საქმეს გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, სხვა საფუძველი არ აქვს - ჩვენ არ მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, ჩვენ ვითხოვთ მის გაუქმებას - Palitra News

ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძის საქმეს გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, სხვა საფუძველი არ აქვს - ჩვენ არ მოვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, ჩვენ ვითხოვთ მის გაუქმებას

2025-03-05 15:39:59+04:00

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.