საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს,მთავრობის პრესსპიკერის, სოფი პრიმასის განცხადაებით, მათ ზავის წინადადება წამოაყენეს - Palitra News

საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს,მთავრობის პრესსპიკერის, სოფი პრიმასის განცხადაებით, მათ ზავის წინადადება წამოაყენეს

2025-03-05 15:37:51+04:00

საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს. მთავრობის პრესსპიკერის, სოფი პრიმასის განცხადაებით, მათ ზავის წინადადება წამოაყენეს. მისივე განმარტებით, ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. როგორც პრიმასმა აღნიშნა, საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ. პრესსპიკერის განმარტებით, აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგ ხალხს მიმართავს.