საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს. მთავრობის პრესსპიკერის, სოფი პრიმასის განცხადაებით, მათ ზავის წინადადება წამოაყენეს. მისივე განმარტებით, ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. როგორც პრიმასმა აღნიშნა, საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ. პრესსპიკერის განმარტებით, აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგ ხალხს მიმართავს.