დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - თუ ეს სიმართლეა, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - თუ ეს სიმართლეა, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს

2025-03-04 13:54:09+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამან, შესაძლოა, უკრაინას სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს.

„თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, რეალურად უბიძგოს კიევის რეჟიმს სამშვიდობო პროცესისკენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

„გვესმის მისი განცხადებები უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილის შესახებ. ეს მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას ამ მიმართულებით შემოთავაზებული ქმედებების შესახებ. ესეც მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, როგორ განვითარდება სიტუაცია რეალურად“, - აღნიშნა პესკოვმა.