ევროპელი პარტნორები კვლავ აგრძელებენ სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამჯერად, საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააფართოვეს. ზოგიერთ ქართველ მოსამართლეს, პროკურორს, პოლიციელს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ სხვა პირებს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. ლიეტუვამ სანქციები დაუწესა დამატებით 74 ადამიანს, ესტონეთმა 55-ს, ლატვიამ კი - 16-ს პირს. მათგან ერთ-ერთია მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილე, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებულაძე. აღსანიშნავია, რომ ამ თემას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სანქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ დათმობებზე არ წავა და ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.