იმერეთში ამ დროისთვის 6 სოფელია ჩაკეტილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ბესიკ გოფოძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოახდენს დიდთოვლობის გამო მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესწავლას, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, „დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.