უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა. შეხვედრაზე ზელენსკი ლონდონში უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გამართული სამიტის შემდეგ მივიდა. მანამდე ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა. მხარეებმა უკრაინისთვის ბრიტანეთის მხრიდან გამოყოფილი სამხედრო დახმარების საკითხზე ისაუბრეს.