უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა

2025-03-03 09:22:01+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა. შეხვედრაზე ზელენსკი ლონდონში უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გამართული სამიტის შემდეგ მივიდა. მანამდე ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა. მხარეებმა უკრაინისთვის ბრიტანეთის მხრიდან გამოყოფილი სამხედრო დახმარების საკითხზე ისაუბრეს.