“ქართული ოცნების” წევრებისთვის დასავლეთისგან მოსალოდნელი სანქციების დაწესებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ,რომ სანქციების გაფართოება გარდაუვალი იქნება. მათივე თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას რუსი ოლიგარქის რეჟიმთან არავინ აპირებს, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ამ პროცესის გაგრძელება კი ბიძინა ივანიშვილისთვის დამაზიანებელი იქნება. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას დიდი ბრიტანეთი გეგმავს.