ევროკავშირი უკრაინის საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც მიიწვეულია. სამიტზე ყურადღება უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებზე გამახვილდება. დაეთმობა თუ არა ყურადღება საქართველოს საკითხსაც- ამაზე ოპოზიციაში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა ამბობენ რომ პარტნიორები საქართველოს უყურადღებოდ არ დატოვებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძლებენ. სწორედ ამიტომ, დარწმუნებულები არიან რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ წნეხი ყოველდღიურად უფრო მეტად გაიზრდება.