კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - Palitra News

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2025-03-01 20:20:38+04:00

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. პროკურატურა ექიმს პროტოკოლის გვერდის ავლით მკურნალობაში ადანაშაულებს. უწყების ცნობით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესში ბრალდებულმა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და მას მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის მოგვიანებით გარდაიცვალა. შემთხვევა 2021 წელს მოხდა.