სტიქიის მეშვიდე დღე - იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა უცველელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში ერთი პირის სამძებრო სამუშაოებში გრძელდება.
მუნიციპალიტეტების მერის, კობა ლურსამანაშვილის ინფორმაციით, სამი მწყემსიდან ორის ადგილსამყოფელთან მაშველები უკვე მივიდნენ.
როგორც ლურსმანაშვილი ამბობს, მათგან ერთი მაშველებმა ხეობიდან გამოიყვანეს, მეორე კი, საკუთარი ნებით რჩება ადგილზე. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მესამე მწყემსის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სამაშველო სამუშაოებში ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოხალისეებიც არიან ჩართული. „ძლიერი საქართველოს” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გივი ჯულაყიძე, ადგილობრივ აქტივისტ-მოხალისეებთან ერთად, ოთხი დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება. “ლელო-ძლიერი საქართველოს” შტაბს იმერეთში ანა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გურიაში გუშინ საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ავტომაგისტრალების ძირითადი ნაწილი თოვლისგან სრულად გასუფთავებულია და აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სოფლის ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივები კი მედიასთან ამბობენ, რომ გზები მოლიპულია და სავალი ნაწილი ისევ არ არის გაწმენდილი, რაც მათივე თქმით, ფეხით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. ბევრ სოფელს ამ დრომე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი.