პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეხვედრებს აფასებს, მისი განცხადებით ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. ვოლსკი მიიჩნევს რომ ახალგაზრდებს აგრესიისთვისა და დაპირისპირებებისთვის ამზადებენ. დესტაბილიხაციის მცდელობაში „ქართული ოცნება“ სწორედ ევროკავშირის ელჩს ადანაშაულებენ. პაველ ჰერჩინსკი კრიტიკულ გზავნილებს პასუხობს, მისი თქმით ევროკავშირმა დაფუნასება სწორედ ქართული ოცნების ქმედებების საპასუხოდ შეუწყვიტა მთავრობას, ჰერჩინსკის თქმით ევროკავშირი საქართველოში მესამე სექტორის და მედიის გაძლიერებას იწყებს.