სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მორიგი ინსტრუმენტი თუ უცხო ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური შემცირება საქართველოში? - რას ემსახურება ახალი ცვლილება, რომლის მიღებასაც პარლამენტი ამჯერად არასამთავრებო ორგანიზაციების წინააღმდეგ გეგმავს. მორიგი ინიციატივის თანახმად, მესამე სექტორის წარმომადგენლები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან. “ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობამ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მათი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსება, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას. კონკრეტულად რას აცხადებენ ამ თემის გარშემო პოლიტიკური მხარეები და რას პასუხობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, ამას მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.