ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, რუსეთის ნარატივების გამეორებაა. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე საუბრისას კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის, რაც სურს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.