მხოლოდ ერთ თვეში ვაკანსიების რაოდენობა 23.5%-ით გაიზარდა, თუმცა შემცირებულია გასულ წელთან შედარებით. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარია. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარში jobs.ge-ზე 6 130 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 23.5%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით ნაკლები. როგორც PMCG აღნიშნავს, ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიას ჰქონდა. ასე მაგალითად, შემცირებულია ვაკანსიების რაოდენობა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, ასევე კლება შეინიშნება ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ვაკანსიების მიმართულებითაც. სამაგიეროდ გაზრდილია მოთხოვნა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოცხადებულ ვაკანსეიბზე.