დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ისევ ებრძვიან. გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მეორე დღეა გურიის რეგიონში თავდაცვის ძალები მოხალისეებთან ერთად სოფლად ჩარჩენილი მოქალაქეების დამხარებას ცდილობენ. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. სტიქიას ებრძვიან ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა. რა ვითარებაა საქართველოს რეგიონებში და როგორ რეაგირებენ სტიქიაზე შესაბამისი უწყებები?