საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ქართული ოცნების მისამართით კრიტიკული განცხადებები ამჯერად რუსთაველის გამზირზე არსებულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა. სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საშუალებად კვლავ ხელახალი არჩევნები დაასახელა. ამბობს რომ ამისთვის კონკრეტული გეგმის დასაახვაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის პოლიტიკა რუსული რეჟიმის რეპრესიების მანქანად გაიქცა, რასაც მოსახლეობამ 90 დღის განმავლობაში საკუთარი პროტესტი დაუპირისპირა.