დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობას ისევ ებრძვიან. გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მეორე დღეა გურიის რეგიონში თავდაცვის ძალები მოხალისეებთან ერთად სოფლად ჩარჩენილი მოქალაქეების დამხარებას ცდილობენ. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. რთული ვითარებაა ბათუმშიც, სადაც თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი ჩამოინგრა - ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს. პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა. რა ვითარებაა საქართველოს რეგიონებში და როგორ რეაგირებენ სტიქიაზე შესაბამისი უწყებები.