„ჰამასი“ ისრაელს კიდევ ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს, ისრაელი კი საპასუხოდ 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, - მძევლების ცხედრებს, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელს დღეს გადასცემენ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 2 მარტამდე გაგრძელდება 25 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ისრაელს 8 მძევლის ცხედარი უნდა გადასცენ.