გაუარესებული ვითარება, რაც რეპრესიული კანონებითა და ძალადობრივი ქმედებებითაა გამოწვეული - ასეთი იყი საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული გზავნილი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაავრცელა. ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშიც გამოეხმაურნენ.