„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე, რომელიც დაკსვნით ეტაპზეა, დაცვის მხარის მტკიცებებულებები გამოკვლიეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე გამართულ დღევანდელ სხდომაზე წერილობით მტკიცებულებეთან ერთად, ის აუდიოჩამაწერი განიხილეს, რომელიც ბაჩიაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილთან მის საუბარს ასახავს. შემდეგ სხდომაზე სწორედ აღნიშნულ აუდიოჩანაწერზე ჩატარებულ ექსპერტიზის დაკსვნის ავტორს - გერმანელ ექსპერტს დაკითხავენ.