მიმდინარე წელს ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრემიერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არჩევნების თარიღს დაახლოებით 5 თვეში დანიშნავს. ოპოზიცია კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო რეფორმის გატარებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ.