თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქსში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. მათივე ცნობით, თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო. მისი თქმით, ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია.