მოქალაქეები 25 თებერვლის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. 1921 წლის 25 თებერვალს-საქართველოს გასაბჭოების თარიღთან დაკავშირებით ისინი საყოველთაო გაფიცვას აანონსებენ და კერძო თუ საჯარო სექტორს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. დემონსტრანტების შეკრების ადგილი უცვლელი ლოკაცია-რუსთაველის გამზირი იქნება. პროტესტის 88-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუღედავად მაინც გადაკეტეს. ისინი ქართულ ოცნებას აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად მოუწოდებენ.