პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 კი დაშავდა - Palitra News

პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 კი დაშავდა

2025-02-22 17:21:28+04:00

პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 კი დაშავდა. უცხოური მედიების ცნობით, შემთხვევა “რეალ პალაზას“ სავაჭრო ცენტრში მოხდა, როდესაც საკვები ობიექტების სივრცეში სახურავი ჩამოინგრა. 74 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 10 ბავშვია, 11 ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა.