ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომას ქართული ოცნების დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა. დარბაზში ქართული ოცნების მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გაჟღერდა, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მხრიდან. უილსონის განცხადებით შემაშფოთებელია საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები და რეპრესიები, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა. საპასუხოდ ქარტული ოცნების დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს. ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების დელეგაცია და ნაციონალური მოძრაობის წევრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით საქართველო ხდება ის ქვეყანა, სადაც დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით, პარტნიორებისთვის უმძიმესი ვითარებაა შექმნილი.