24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენელის თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს. როგორც ვიცით, აევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და კომისარმა მარტა კოსმა 2 და 7 იანვარს მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავონ ახალი რეპრესიული კანონების მიღებისაგან. ევროპელი დიპლომატების კონკწეტული ნაწილი ღიად საუბრობს, იმის შესახებ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააძლიერეს სიძულვილის ენა, პირადი თავდასხმები ევროკავშირისა და ევროკავშირის ღირებულებებსა და ინსტიტუტებზე