ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. სხდომას ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ დელეგაცია და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ესწრებოდნენ. აღნიშნულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მხრიდან. ამავდროულად, მხარეები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ხვდებიან. ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკური მხარეები აქტიურად განიხილავენ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი დაამკვიდრა. „ქართლი ოცნების“ მხრიდან რადოსლავ სიკორსკის განცხადების საპასუხოდ, კრიტიკული შეფასებები უკვე მოჰყვა. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას საფრთხე.