გია ვოლსკი რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე - ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა - არავითარი ანტიევროპული საქართველოში არ არსებობს - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ - Palitra News

გია ვოლსკი რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე - ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა - არავითარი ანტიევროპული საქართველოში არ არსებობს - ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ

2025-02-21 16:04:53+04:00

მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა- ასეთია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. რადოსლავ სიკორსკი, რომელიც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკას არ მალავს, აცხადებს რომ ევროკავშირმა და კანდიდატმა ქვეყნებმა გაფართოების პროცესს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. მწვავე განცხადებების საპასუხოდ კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპელი პარტნიორებს აკრიტიკებენ და ამბობენ რომ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში საქართველო პოლონეთს ბევრი მიმართულებით ჯობია. მსგავსი განცხადებების ფონზე ემუქრება თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას საფრთხე.