საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართვა დონალდ ტრამპს - ემანუელ მაკრონი ამერიკის პრეზიდენტს მეტი სიძლიერისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მისი სტილი ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისუსტის გამომჟღავნება არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ზელენსკი თავისუფალი სისტემით არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტია და ომის პირობებში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია. მაკრონი ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მომავალ კვირაში შეხვდება.