ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივარი. საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართული სასამართლო სისტემა დემონსტრაციულად ამბობს უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. მისივე ინფორმაციით, "ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უარი როგორც დოკუემნტი დაემატება იმ საჩვარს, რომელსაც ორგანიზაცია სტრასბურგში გასაგზავნად აპირებს. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი ამ დრომდე კლინიკა ვივამედში რჩება. მან პროტესტის უკიდურესი ფორმა შიმშლობის 38-ე დღეს შეწყვიტა.