რატომ არ დაესწრო საქართველო ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრას,- ვარშავაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილები, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება სურთ, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საბჭოს მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ მიუღიათ, თუმცა თავის მხრივ არც მათ გამოუჩენიათ ვარშავაში გამგზავრების სურვილი. ევროკავშირთან ურთიერთობის გართულების პარალელურად მსჯელობის კიდევ ერთი მთავარი თემა ქართული ოცნების წინააღმდეგ დასავლური სანქიცების ამოქმედებაა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ რომ რამდენიმე კვირის შემდეგ დასავლური ქვეყნები ამ საკითხზე უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ. რა ქმნის დაბრკოლებებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში და როგორია ამ თემაზე "ქართული ოცნების" შეფასება.