მოქალაქეები დღეს დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილს დაბადებისდღეს, როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულად მიულოცავენ - Palitra News

მოქალაქეები დღეს დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან - დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილს დაბადებისდღეს, როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულად მიულოცავენ

2025-02-18 20:18:21+04:00

მოქალაქეები დღეს დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილს დაბადებისდღეს, როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულად მიულოცავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ივანიშვილს შეახსენებენ, რომ მისი ადგილი არა საქართველოში, არამედ რუსეთშია. შეგახსენებთ, რომ აქციების მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.