მოქალაქეები დღეს დაგეგმილი მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილს დაბადებისდღეს, როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულად მიულოცავენ. როგორც ისინი აცხადებენ, ივანიშვილს შეახსენებენ, რომ მისი ადგილი არა საქართველოში, არამედ რუსეთშია. შეგახსენებთ, რომ აქციების მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.