მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა, ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება პატიმრობიდან 38-ე დღეს მიიღო - Palitra News

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა, ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება პატიმრობიდან 38-ე დღეს მიიღო

2025-02-18 15:56:44+04:00

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება პატიმრობიდან 38-ე დღეს მიიღო. შესაბამისი ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც მზია ამაღლობელს ეკუთვნის, კლინიკა ვივამედთან „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა. პატიმარი ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მასთან შესვლას უფლებადამცველი აპირებს.