მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელმა გადაწყვეტილება პატიმრობიდან 38-ე დღეს მიიღო. შესაბამისი ინფორმაციის შემცველი წერილი, რომელიც მზია ამაღლობელს ეკუთვნის, კლინიკა ვივამედთან „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა. პატიმარი ჟურნალისტი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მასთან შესვლას უფლებადამცველი აპირებს.