ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია - Palitra News

ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია

2025-02-17 20:38:36+04:00

ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.