ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.